მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:20

19. და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;20. რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
20. რომელ არიან ჳმენოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა განისწავლნენ არა-გმობად.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;“ ().

1.

სწავლებისა და მღვდლობის ღირსება დიდი და საკვირველია და ჭეშმარიტად ღვთის არჩევით განჩინებას საჭიროებს, რათა ღირსეული კაცი შუაში გამოიყვანოს. ასე ხდებოდა ძველადაც და ასე ხდება ახლაც, როცა არჩევას ადამიანური ვნების გარეშე ვასრულებთ, როცა არავითარ ყოფითს არ შევყურებთ: არც მეგობრობას და არც სიძულვილს. რამეთუ თუნდაც ასეთი დიდი სულის მოზიარენი არ ვიყოთ, კეთილი განზრახვაც საკმარისია, რათა ხელდასხმა ღვთისაგან მიიზიდოს. რადგან მოციქულებიც კი არ იყვნენ სულის მოზიარენი, როცა მატათია აირჩიეს; არამედ საქმე ლოცვას მიანდეს და იგი მოციქულთა რიცხვში ჩარიცხეს, რადგან ადამიანურ მეგობრობას არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის