მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:5

4. რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.5. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე,6. რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
5. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე,
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.“ ().

1.

თუ მას სურს, რომ საერთო ომები, ბრძოლები და არეულობანი შეწყდეს, და ამის გამო მღვდელმსახურს მოუწოდებს, „მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა“ () ლოცვები აღავლინოს, მით უმეტეს კერძო ადამიანებსაც მართებთ ამის გაკეთება. ომების ყველაზე მძიმე სახეები სამია: ერთი ეს საერთოა, როცა ჩვენთან მყოფ ჯარისკაცებს ბარბაროსები ებრძვიან; მეორე, როცა მშვიდობის დროსაც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით; მესამე, როცა თითოეული საკუთარ თავს ებრძვის. ეს კი ყველასაგან უმძიმესია. რადგან ის, ბარბაროსთაგან მომავალი, დიდ ზიანს ვერ მოგვაყენებს; რას იზამს, მითხარი? <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის