„გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ." ().
1.
მღვდელი მთელი ქვეყნიერების ერთგვარი საერთო მამაა. ამიტომ მართებულია, რომ იგი ყველასთვის ზრუნავდეს, ისევე როგორც ღმერთი, ვისთვისაც მღვდელმსახურებას აღასრულებს; ამის გამო ამბობს: „გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა“ (). რადგან აქედან ორი სიკეთე წარმოიშობა: მტრობა, რომელიც გარეშეთა მიმართ გვაქვს, ირღვევა; ვერავინ შეძლებს მტრულად იყოს განწყობილი იმისადმი, ვისთვისაც ვედრებას აღავლენს; და თვით ისინიც უკეთესნი ხდებიან, როგორც იმით, რომ...