მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:7

6. რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.8. მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
7. რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.“ ().

1.

თუ მას სურს, რომ საერთო ომები, ბრძოლები და არეულობანი შეწყდეს, და ამის გამო მღვდელმსახურს მოუწოდებს, „მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა“ () ლოცვები აღავლინოს, მით უმეტეს კერძო ადამიანებსაც მართებთ ამის გაკეთება. ომების ყველაზე მძიმე სახეები სამია: ერთი ეს საერთოა, როცა ჩვენთან მყოფ ჯარისკაცებს ბარბაროსები ებრძვიან; მეორე, როცა მშვიდობის დროსაც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით; მესამე, როცა თითოეული საკუთარ თავს ებრძვის. ეს კი ყველასაგან უმძიმესია. რადგან ის, ბარბაროსთაგან მომავალი, დიდ ზიანს ვერ მოგვაყენებს; რას იზამს, მითხარი? <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის