...ყოფო საშო შვილოსნობისკენ. ხედავთ ლოცვის ძალას — როგორ შეძლო თავად ბუნების დაძლევაც? მივბაძოთ ისაკს ჩვენც ყველანი: ასევე მუდმივნი ვიყოთ ლოცვებში, ფხიზელი სულით, შემუსვრილი გულით. მოვისმინოთ პავლეს შეგონება: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). ვეცადოთ, ყოველთვის თავისუფალნი ვიყოთ სულიერი შფოთისგან და გონება მშვიდობაში ვინარჩუნოთ, განსაკუთრებით ლოცვის ჟამს, როცა ღვთის განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა გვჭირდება. თუ იგი ხედავს, რომ ლოცვას თავისივე დადგენილი კანონებით აღვასრულებთ, მალე მოგვანიჭებს თავისი ნიჭების სიუხვეს, რომელთა ღირსნიც გავხდეთ ჩვენ ყველანი.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლისა თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.