მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:11

10. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.11. ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.12. დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედამდგომელ და თჳსისა სახლისა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
11. ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1.

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მათსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მიღებული აქვთ მოძღვრებაც და ეკლესიის წინამძღვრობაც; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რამეთუ მხოლოდ ხელდასხმით არიან მათზე აღმატებულნი და მხოლოდ ამით ჩანან, რომ მღვდლებს აღემატებიან. „დიაკონნი ეგრეთვე“ (). <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის