„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().
1.
როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მათსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მიღებული აქვთ მოძღვრებაც და ეკლესიის წინამძღვრობაც; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რამეთუ მხოლოდ ხელდასხმით არიან მათზე აღმატებულნი და მხოლოდ ამით ჩანან, რომ მღვდლებს აღემატებიან. „დიაკონნი ეგრეთვე“ (). <span...