მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:15

14. ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა;15. ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.16. და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
15. ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1.

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მათსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მიღებული აქვთ მოძღვრებაც და ეკლესიის წინამძღვრობაც; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რამეთუ მხოლოდ ხელდასხმით არიან მათზე აღმატებულნი და მხოლოდ ამით ჩანან, რომ მღვდლებს აღემატებიან. „დიაკონნი ეგრეთვე“ (). <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...კვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი: საპყრობილეში ცხოვრობდა, ნერონის მიერ იყო ჩაკეტილი და სულ მალე უნდა აღსრულებულიყო. ამიტომ, რათა ეს არ მომხდარიყო მოწაფის ხილვამდე, მას იხმობს, რადგან აღსასრულამდე მისი ნახვა სწყუროდა და, შესაძლოა, მრავალი რამეც უნდა მიენდო; ამის გამო ამბობს: „ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად“ ().

„რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე“ (). და არ ამბობს: „რათა ამ ცხოვრებიდან გასვლამდე გნახო“, რაც ყველაზე მეტად ამწუხრებდა, არამედ ამბობს: „რაკი მარტო ვარ, არავინ მყა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია „სუეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა“ ().

წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: „შენ ხარ კეთილმოწყობილი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის, ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი“. (გრ. დიაჩენკო, „სარწმუნოება“, გვ. 176).

ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი, ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.

შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.

სააღდგომო საგალობელში ვკითხულო...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1998 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::

...თ ყველა დაკარგულ ცხოვარს, ვითარცა უძღებ შვილს.

ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (). შევთხოვ შემოქმედს, ყველანი ერთად ვიყოთ უფალში და ჭეშმარიტი ეკელსიის წიაღში.

ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა სიყვარულით შეკრას და შეაერთოს სრულიად საქართველო, რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ „ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე;

მაშ განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით“ ().

ძმანო და დანო, გიხაროდეთ,

ქრიტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

პასექი ქრისტესი, თბილისი, 1998 წ.

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...რივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.

მაინც რა არის ეკლესია, რა ძალაა მასში? რატომ არ არის საკმაისი ვიყოთ მხოლოდ მორწმუნე?

ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული „სახლს ღმრთისას“ (), „ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა“(), „დედას მორწმუნეთა“ და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).

წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ () - ბრძანებს უფალი.

წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: „ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას“. (...

სრულად ნახვა