მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:10

9. სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს.10. რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.11. ამცნებდ ამას და ასწავებდ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
10. რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა, აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.“ ().

1.

როგორც რწმენას მოჭიდებულნი მტკიცე ღუზას ეყრდნობიან, ასევე მისგან გამოვარდნილნი ვერსად დგებიან; მრავალი ხეტიალით ზევით და ქვევით დაბნეულნი ბოლოს თვით წარწყმედის უფსკრულებში მიექანებიან. ეს მან უკვე ცხადყო, როცა თქვა, რომ ზოგნი უკვე „სარწმუნოებისაგან განცჳვეს“ (). ახლაც ამბობს: „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...„სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო"** (); კვლავ ნეტარი პავლე სხვაგან წერს: „რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა და ჭეშმარიტსა"2 ().

მოძღვრისთვის აუცილებელია საფრთხეთა მოთმინება — და მოწაფეებზე ბევრად მეტისა. რამეთუ ამბობს: „დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი" (). ვინაიდან ეს ასე ხდება, ეშმაკი მათ წინააღმდეგ უფრო მძაფრად ქრის, რადგან მათ მოსპობასთან ერთად სამწყსოც იფანტება. რამეთუ როცა ცხვრებს კლავს, სამწყსოს ამცირებს; მაგრამ როცა მწყემსს შუაგულიდან მოაშორებს, მთელ სამწყსოს ღუპავს. ამიტომ, ვინაიდან ნაკლები შრომით უფრო დიდ ქმნის და ერთი სულის დაღუპვით ყველაფერს აზიანებს, მათ უფრო მეტად ესხმის თავს.

ამიტომ თავიდანვე, თვით შესავლიდან,...

სრულად ნახვა