მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:3

2. მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა.3. ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.4. უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
3. ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.
ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამცნებდ ამას და ასწავებდ. ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა. ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა; ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა." ().

1.

საქმეთაგან ზოგს სწავლება სჭირდება, ზოგს კი ბრძანება. ამრიგად, თუ იმაზე გასცემ ბრძანებას, რის შესახებაც სწავლება გვმართებს, სასაცილო გახდები; და კვლავ, თუ იმაზე ასწავლი, რის შესახებაც ბრძანება გვმართებს, იმავეს ასევე განიცდი. რას ვამბობ, მაგალითად: ბოროტი რომ არ უნდა იყო, ამის შესახებ სწავლება კი არ არის საჭირო, არამედ ბრძანება და უფრო მეტი ხელმწიფებით აკრძალვა; ასევე, იუდეველობა რომ არ უნდა იყოს, ამას ბრძანება სჭირდება. ხოლო თუ ამბობ, რომ საჭიროა, კაცმა თავისი ქონება გასცეს, რომ საჭიროა...

სრულად ნახვა
ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რადგან შემდგომ მოყვანილი სიტყვები: „ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი“ და „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (), სწორედ ამას ცხადყოფს. ამიტომ, როცა ამბობს: „ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა“ () და „რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს“ (), აუცილებელი საზრდოს შესახებ ამბობს; და კვლავ: „ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა“ (), ესე იგი, სიღარიბეში მყოფთა შესახებ, რადგან რამდენადაც ვინმე სიღარიბეშია, იმდენად უფრო არის ქვრივი. იგი სჯულის სიტყვასაც დებს და ქრისტეს სიტყვასაც, ორივეს თანხმობაში მყოფს.

სჯული ამბობს: „ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ“ (). ხედავ, როგორ სურს, რომ მოძღვარი დაშვრებოდეს? რადგან არ არსებობს, არ არსებობს სხვა ისეთი შრომა, როგორიც მისი შრომაა. მაგრამ ის სჯულისაა; ხოლო...

სრულად ნახვა