...ც ვეღარ შეძლებენ. ესე იგი, მოსასრველად და წარსაწყმედელად. რადგან წერია: „რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა“ (). აჰა, ორ რამეს ასახელებს; მაგრამ ის, რაც მათთვის უფრო ძლიერი ჩანს, აქ ბოლოში მოაქცია - მრავალი სალმობა. ამას სხვაგვარად ვერ შეიტყობ, თუ მდიდრებთან არ იცხოვრებ და არ ნახავ, რამდენს ჩივიან და რამდენს გლოვობენ.
ხოლო შენ კი, ღვთის კაცო. დიდი ღირსებაა, რადგან, მართალია, ყველანი ღვთის ადამიანები არიან, მაგრამ განსაკუთრებით მართალნი: არა მხოლოდ შექმნის საფუძვლით, არამედ შეთვისებისა და ღმერთთან სიახლოვის საფუძვლითაც. თუ ღვთის კაცი ხარ, ამბობს, ნურც ზედმეტს ეძებ და ნურც იმას, რაც ღმერთთან არ მიგიყვანს, არამედ: „ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (