მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:2

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა:2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,2).:

თარგმანი: ვითარცა ყოველთა ებისტოლეთა, ეგრეთვე აქაცა დაჰრთავს ჩუეულებისაებრსა საბეჭდავსა ლოცვისასა, ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველივე კეთილი არა სასყიდელად საქმეთა, არამედ მადლით ნიჭად მოგუეცემის, და მშჳდობაჲ იგი მის მიერ მომადლებული მტკიცე არს ჩუენდა, მის მიერ, რომელმან-იგი მადლით მიშვილნა ჩუენ ბუნებითისა მის ძისა მისისა და ბუნებით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სარწმუნოების განმტკიცება ჭირთა შორის:

..., სამი თვე დაყოვნდა საბერძნეთში. სხვაა განგებულების გამო და საკუთარი ნებით დარჩენა, და სხვაა — დაბრკოლებული ყოფნა. იქ ხომ ამბობს, რომ ამ მხარეებში ადგილი აღარ ჰქონდა, და კიდევ: „გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ" (); აქ კი ამგვარი არაფერი თქვა, არამედ რა? რომ სატანამ დააბრკოლა. ამბობს: „მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის" ().

იხილე, როგორ ამაყობს და იქადის. რათა ეჩვენებინა, რომ ყველაზე მეტად ისინი უყვარდა. სიტყვები „მე, პავლე" ამას ნიშნავს: სხვები რომც არა, ამბობს. რადგან მათ მხოლოდ სურდათ, მე კი ვცადე კიდეც. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" (). **„ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ...

სრულად ნახვა