თარგმანი: აქა განუსუენებდ სიტყუასა, სთქუა რაჲ, ვითარმედ: "კურთხეულ არს ღმერთი", და ეგრეთღა თქუ: "და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი"; რაჲთა ისწავო, ვითარმედ ჩუენი ღმერთი არს, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს — მამაჲ. რამეთუ წმიდასა სახარებასა შინა ამითვე გულისჴმის-ყოფითა თჳთ თავადი იტყჳს: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო" (), რომლითა გუასწავებს, ვითარმედ მისი ბუნებით მამაჲ არს, ხოლო დაბადებულთაჲ — ბუნებით დამბადებელი.
2 კორინთელთა მიმართ 1:3
2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ.4. რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1