თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ლიქნით და დიდების მოყუარებით ვიჩემებთ, ვითარმცა არა-მოწევნულნი ვიჩემებდით თქუენდა არა-მოწევნასა, არამედ მოწევნულ ვართ და არავე ცუდადმავალობით, არამედ ქადაგებითა ქრისტეს სახარებისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 10:14
13. ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე.14. რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა.15. არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად,
2 კორინთელთა მიმართ თავი 10