მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:4

3. რამეთუ ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ.4. რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ5. და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა,
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
4. რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ - არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულის სიტყუათა დავარღუევთ
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ (10,4).:

თარგმანი: რომელნი საცნაურთა და უხილავთა მბრძოლთა წყობად წარივლინებოდინ, მათდა ჴორციელნი საჭურველნი უძლურ არიან, ხოლო ჴორციელად საჭურველად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმდიდრესა, ძალსა, ძლიერებასა, დიდებულებასა და ენამჭევრობასა. გარნა ჩუენ არა ამით ვსძლევთო, მოციქული იტყჳს, არამედ წინააღმდგომითა ამათითა — სიგლახაკითა, უძლურებითა, უპატიოებითა და უსწავლელობითა, რომელნი-ესე ღმრთისა მიერ მიიღებენ ძალსა. ამისთჳსცა ძლიერ ღმრთისა ეწოდების, რამეთუ ამათ მიერ მძლე ექმნა სოფელსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ არა თავით თჳსით იტყჳს ძლიერებასა, არამედ ღმრთისა მიერ, რამეთუ იგი მისცემს ყოველსავე უძლურსა ძალსა და ძლიერებასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის