თარგმანი: ამით სიტყჳთა ზოგად ყოველთა შეაშინებს, ვითარმედ: თქუენ ყოველთა შორის აღრეულ არიან მაგინებელნი იგი, რომლისათჳს მეშინის აწ მოწევნად საშჯელისა, ნუუკუე თქუენცა შეგეხოს რისხვაჲ, ხოლო რაჟამს ასწავოთ თავთა თჳსთა და ურთიერთას, და ყოველი ცთომილებაჲ ჩუენდა მომართი განჰმართოთ, რამეთუ ესე არს აღსრულებაჲ მორჩილებისაჲ, რაჟამს არღარა აწინდლებრ ზოგებით, არამედ სრულებით მორჩილ მექმნნეთ მე, მიერითგან განმზადებულად მაქუს საშჯელი შურისგებისაჲ მათ ზედა, რომელნი მოუქცეველად ეგნენ ურჩებისაგან.
2 კორინთელთა მიმართ 10:6
5. და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა,6. და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ.7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10