მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:7

6. და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ.7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი.8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს,
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადისა პირსა ჰხედევდით (10,7).:

თარგმანი: კითხვის სახედ ჯერ-არს წარკითხვაჲ სიტყჳსაჲ ამის, რომელი ესრეთ უსაკუთრეს არს: პირთა სამე ხედავთა? ესე იგი არს, ვითარმედ: სიმდიდრისათჳს და დიდებისა და ძლიერებისა თუალახუამთ. გენადისი: არა ხოლო კითხვისაჲ, არამედ შერისხვისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ამხილებს, ვითარ სახისაგან ოდენ გარეშისა და არა საქმისაგანცა შინაგანთა სათნოებათაჲსა პატივ-სცემდეს იგინი ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის