თარგმანი: ეგულებოდა რაჲ წარმოთქუმად ქებათა თჳსთა, ფრიადსა იჴუმევს წინა-განმართვასა, რამეთუ ევლტის სამძიმარ ყოფასა ესევითართა მათ სიტყუათასა. ამისთჳს უგუნურება უწოდს მათ, რომელთა თქუმად აიძულებდა შიში მოწაფეთა სავნებელისაჲ, რომელთა საგონებელ რადმე შეერაცხნეს ცრუმოციქულნი, რომელნი თჳთვე იქებდეს თავთა თჳსთა და შეურაცხ-ჰყოფდეს მოციქულსა ქრისტესსა, რომელი-იგი მარადის დაიმდაბლებდა თავსა თჳსსა.
2 კორინთელთა მიმართ 11:1
1. ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ, არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი,2. რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11