1.ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ, არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი,2.რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.3.ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ.4.უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.5.რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.6.და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.7.ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ?8.სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე.9.რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.10.არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა.11.რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო,12.რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ.13.რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად.14.და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა.15.არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.16.კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.17.რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.18.ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.19.რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ:20.რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს.21.საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.22.ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;23.მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.24.ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე.25.სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.26.გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან,27.შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა.28.გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.29.ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?30.უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.31.ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.32.დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა;33.და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა.
მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).
თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:
...ა ეკლესიასა სძლად: „რომელსა აქუს სძალი, სიძე არსო; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“. და პავლე იტყჳს: „მიგათხოენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“. რამეთუ ვითარცა-იგი ოდეს სიტკბოებასა მცნებათა და განკითხვათა უფლისათა ენებოს წერილ-თა გამოსახვად, თაფლსა მოიღებენ სახედ, რამეთუ უტკბილეს სოფელსა შინა არაჲ იპოების; კუალად, ოდეს შუენიერებასა და პატიოსნებასა მათსა იტყოდის, ოქროსა და ანთრაკსა ანუ მარგალიტსა მოიღებს; ოდეს ბრწყინვალებასა იტყოდის, მზესა გჳჩუენებს. არა თუ ესე სახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგებულებაჲ გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: „საიდუმლოჲ ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს“.
ხოლო უკუეთუ ვინ ეძიებდეს, თუ რაჲ არს ესე, რომელ ქორწილად ძისა ეწოდების საქმესა მას, და ძესა მიეთხოვაა ეკლესიაჲ, ხოლო მამასა არა?
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:
... გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.
აწ უკუე ვინაჲთგან ამის ყოვლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანანადებ არს ყოველთა კაცთა მიერ, ვითარ შენ უზრუნველად ჰზი და ურიდად იცინი, განსცხრები, იმღერი, ჰლაღობ და მოკიცხართა მსგავს ხარ? და უკუეთუ არა ვიცინოდი და ვლაღობდე, არამედ ვიგლოვდე, რაჲ სარგებელ მეყოსო? - იტყჳს ვინმე დაჴსნილთა და შუებისმოყუარეთაგანი. ამას იკითხავა, საყუარელო, თუ რაჲ სარგებელ არს გლოაჲ?
დიდ არს სარგებელი გლოისაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ სიტყუაჲ სარგებელსა გლოჲსასა გამოჩინებად ვერ მისწუთების. არა არს სასჯელი ღმრთისაჲ მსგავს სასჯელსა კაცთასა; რამეთუ კაცობრივსა სამსჯავრობასა ვინაჲთგან ბრძანებაჲ რისხვისაჲ გამოვიდეს, რავდენცა ცრემლოოდის შეცოდებული იგი, არას ერგების, ხოლო ღმრთისაჲ არა ესრეთ არს, არამედ ვინაჲთგან სცოდო და განარისხო იგი, უკუეთუ კუალად შეინანო, ლმობიერ იქმნა, სულთ-ითქუნე და იგლოვო, დაჰჴსნი რისხვასა მას და დაატკბობ ღმერთსა შენ ზედა და შეგენდობვის საქმე იგი,...
მოციქულისაჲ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო დაჰყდუნდით (4,10).:
...ლსა არა დააცუდებს სიქადულსა თჳსსა მიღებითა ვისგანმე რაჲსაჲთაცა, ხოლო აწ თჳთ ეძიებს მოღებასა, და უხარის წარმოცემასა ზედა. ცხად არს, ვითარმედ მაშინ კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ამას ცრუმოციქულთა მათთჳს, ხოლო სხუაგნით მიიღებდა, ვითარ-იგი მათვე ეტყჳს, ვითარმედ: "სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი" (). ამისთჳს აწ ფილიპელთა მიმართ უხარის დიდად, რამეთუ არა ყოველთა, არამედ მისა მიმართ ოდენ დაცადებულ იყვნეს ჟამერთ, ჩუეულებისაებრსა ქმნასა მოწყალებისასა; და იგიცა — არა უდებებითა, არამედ ვერ მარჯუეობითა ჟამისაჲთა. ამისთჳს, პოვეს რაჲ ჟამი, კუალად იწყეს ჩუეულებისაებრ ქმნად.
მოციქულისაჲ: არა თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს, — რომელთაცა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო (4,11).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არათუ ჩემისა ნაკლულევანებისათჳს მსუროდა ესრეთ ქმნაჲ თქუენგან, არამედ, რაჲთა არა თქუენ უნაყოფო იყვნეთ, ამისთჳს გეტყჳ სიტყუათა ამათ, რამეთუ მე მისწავიეს". რაჲ გისწავიეს, ჵ საღმრთოო და წმიდაო სულო? გარნა თუ კმა-ყოფაჲ მცირედისა რაჲსმე და საჭიროჲსაჲ, რაოდენსაცა იწროებასა შინა ვიყო. იხილე, ვითარ სწავლისა და ქმნისა მისისა ჩუეულებისაგან იქმნების კაცსა თანა მოღუაწებით კმა-ყოფაჲ საჭიროჲსა რაჲსმე და მცირისაჲ, და ა...