მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:18

17. რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.18. ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.19. რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ:
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
18. ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი (11,18).:

თარგმანი: ესე არს განმარტებაჲ ზემოჲსა მის სიტყჳსაჲ, ვითარმედ: რასა-ესე ვიტყჳ, არა უფლისა მიერ ვიტყჳ, რამეთუ ვინაჲთგან სიქადული ესე ჴორციელი არს, — არა უფლისა მიერი არს; ვითარ-იგი რაჟამს გარეშითა ვინმე სახითა იქადოდის, აზნაურებისა ანუ სიმდიდრისაგან, სიბრძნისა ანუ წინადაცუეთილებისაგან აბრაჰამის თჳსებისა ანუ სხჳსა რაჲსმე ესევითარისაგან, ვითარ-იგი არს ისრაელობაჲ, ესევითარი იგი ჴორციელად იქადის, არა საღმრთოდ. ამისთჳს არა უფლისა-მიერი არს, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმის, ვითარმედ: "ქრისტე იესუჲს მიერ არა არს ჰურიაება, არცა წარმართობა, არამედ ყოველნივე ერთ ვართ მის მიერ" (). ხოლო საღმრთოჲ სიქადული არს სიწმიდე, წესიერებაჲ, სიმშჳდე და მარხვაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის