...ოცხადება, პირიქით — ღიად მგმობრელსა და მდევნელს უწოდებდა თავს), ასე რომ, როცა დაინახა, რომ სრული აუცილებლობა მოითხოვდა მატყუარათა პირის დახშობასა და მოწაფეთა გარკვეულ დამშვიდებას, მრავალი სხვას შემდეგ, აი, როგორ იწყებს ლაპარაკს: „რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა" (). შეხედე, რა ღვთისმოყვარე სულია: არა მხოლოდ თავხედობას, არამედ უგუნურებასაც უწოდებს ამ საქმეს, რითაც გვასწავლის, რომ არასოდეს გამოვაცხადოთ ჩვენი საქმეები აუცილებლობის გარეშე, როცა არავინ გვაიძულებს, თუნდაც ჩვენს შორისაც ვინმე რამე კარგი ჰქონდეს გაკეთებული. „რომლითა-იგი, — ამბობს, — ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა", ანუ, ვინაიდან სრულ აუცილებლობას ვხედავ, ამიტომ გადავწყვიტე გავბედო და უგუნური საქმე ვქმნა. „ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა" (). ამით, ამბობს, იქადიან ისინი: მაშ, ნუ იფიქრებენ, თითქოს ჩვენ ეს არ გვაქვს; ჩვენც იმავე (უპირატესობებში) ვმონაწილეობთ. შემდეგ კი დაუმატა: „მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე" (
2 კორინთელთა მიმართ 11:21
20. რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს.21. საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.22. ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;
2 კორინთელთა მიმართ თავი 11