თარგმანი: თქუმულ არს უკუე ლოცვით თხოვაჲ არა-შესლვად განსაცდელსა. გარნა სადა იყოს ღონე კაცობრივითაცა ღონისძიებითა განრომისაჲ მისგან, არცა ესე განსაგდებელ არს, ვითარ-ესე აწ მოციქულმან დაიცვა თავი თჳსი, უმეტესისა ქადაგებისა და უმრავლესთა მოწაფეთა ცხოვნებისათჳს, რამეთუ მისდა მარადის საწადელ იყო განსლვაჲ ჴორცთაგან, მიახლებისათჳს ღმრთისა. ხოლო დადგრომასა ჴორცთა შინა ჩუენისა ცხორებისათჳს აღირჩევდა.
32. დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა;33. და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11