თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: უკუეთუ მომავალმან თქუენდა სხუაჲ იესუ გიქადაგოს, რომელი არა გიქადაგეთ, ანუ სხუაჲ სული მიიღოთ მისგან, რომელი არღა მიგეღო, ანუ სახარებაჲ სხუაჲ, რომელი ჯერეთ არა შეგეწყნარა, კეთილად თავს-იდევით. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, რამეთუ ცრუმოციქულნი იგი ამას მომზრახ იყვნეს მოციქულისათჳს, ვითარმედ პავლეს სწავლაჲ უსრული არს, ხოლო მათი იგი — სრულ; რამეთუ მოციქული წრფელითა სიტყჳთა ქადაგებდა ქრისტესა, რაჲთა ლიტონითა სიტყჳთა ზოგად ყოველნი გულნი, სწავლულთა და უსწავლელთანი, აღავსნეს კეთილითა. ხოლო ცრუმოციქულნი იგი გარეშითა სიტყუათა ჴელოვნებითა განჰზავებდეს ჭეშმარიტთა მათ შჯულთა ქადაგებასა, და მჭევრობითა სიტყუათაჲთა წარიპარვიდეს მრავალთა. ამისთჳს მოციქული ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სხუაჲ იესუ არს, უსმენელი თქუენგან, რომელი ჩუენ ვერ გჳქადაგებიეს, ანუ თუ სხუასა სულსა მოგართუმენ ეგენი, რომელი ჩუენ ვერ მოგართუთ, ანუ სხუასა სახარებასა, რომელი ჩუენგან ვერ მიიღეთ, კეთილად თავს-იდებთ მაგათ. ესე ყოველი რეცა მათისა გულისსიტყჳსათჳს მოპოვნებული სიტყჳსგებაჲ არს, ვითარმედ: უკუეთუ უმეტესი რაჲმე მადლი მოურთუამს მაგათ, რომელი მე ვერ...
2 კორინთელთა მიმართ 11:4
3. ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ.4. უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.5. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11