თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: დაღათუ მსოფლელ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა; რამეთუ ამას საგმობელად მისსა იტყოდეს ცრუმოციქულნი, ვითარმედ: იგი მსოფლელ არს და უსწავლელ; ხოლო ჩუენ — მოქალაქე და სწავლულ. არამედ მოციქული მათსა მას ძჳრისზრახვასა სამკაულად დასდებს საღმრთოჲსა მის ცნობისა თჳსისა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს ქადაგებისა თჳსისათჳს, ვითარმედ: არა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა, რაჲთა არა ცალიერ იქმნეს ჯუარი ქრისტესი; რამეთუ უკუეთუმცა ჴელოვნებითა საწარმართოთა სიტყუათა თხზულებისაჲთა წარემართა მას ქადაგებაჲ თჳსი, სასწაული იგი ჯუარისა ქრისტესისაჲ სიბრძნისა სწავლულებასა მიეჩემებოდა, ხოლო აწ უმეტესად განცხადნების ძლიერებაჲ ქრისტესი, რომელი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა, რაჟამს ლიტონითა მარტიობითა სიტყუათაჲთა მძლე ექმნნეს ქადაგნი მისნი ბრძენთა ყოვლისა სოფლისათა.
5. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.6. და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.7. ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ?
2 კორინთელთა მიმართ თავი 11