თარგმანი: იხილე კუალად სხუაჲცა სიბრძნე ყოვლადბრძნისაჲ მის, რამეთუ რაჟამს ცრუმოციქულთა თანა-შეატყუებდეს თავსა თჳსსა, მაშინ იტყჳს: "უფროჲსღა მე", რაჲთა ყოვლად შეუტყუებელ ყვნეს იგინი თავისა თჳსისა თანა; ხოლო რაჟამს ჭეშმარიტებისა ქადაგთა და მოციქულთა ქრისტესთა თანა განიკითხვიდეს თავსა თჳსსა, დაღაცათუ უფროჲს მათ ყოველთაჲსა დაშურა, გარნა არარას უმეტესსა საზომსა ეძიებს, ოდენ არარაჲთ ნაკლულევან იყოს მათგან, არცა შესაკრებელნი მოწაფეთა მისთანი — მოწაფეთა მათთაგან. ვინაჲცა აწ კორინთელთა კითხვისსახითა ამით სიტყჳთა ამას დაუმტკიცებს, ვითარმედ: არცა ერთითა რაჲთ სხჳთა დაკლებულ არიან იგინი სხუათა მათგან ეკლესიათა და შესაკრებელთა სამოციქულოთა; თჳნიერ ერთი ესე ოდენ არს ნაკლულევანებაჲ, რამეთუ მოძღუარი არარას მიიღებს მოწაფეთაგან, რაჲთა არარაჲ დაუმძიმოს მათ, ხოლო მოწაფენი ამას ზედა მწუხარე არიან და თჳსად ნაკლულევანებად შეჰრაცხენ, რამეთუ არა იგიცა მათგან იზარდების, ვითარცა სხუანი მოციქულნი —თჳსთა მოწაფეთაგან. და ვინაჲთგან საღმრთო არს გულისკლებაჲ ესე, ამისთჳს მოციქული სიმშჳდით და სიმდაბლით ეტყჳს, ვითარმედ: მომმადლეთ მე შენდობაჲ ამის ცთომილებისაჲ, და...
2 კორინთელთა მიმართ 12:13
12. არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა.13. რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე.14. აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ, რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12