მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:14

13. რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე.14. აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ, რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა.15. ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათჳს; რაოდენ უფროჲს მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
14. აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ, რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ თქუენ. რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა, და არაჲვე დაგიმძიმო თქუენ (12,14).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არცა ამისთჳს დავაცადებ მოსლვასა თქუენდა, რამეთუ არარას ვიჴუმევ თქუენგან. აჰა ორგზის მოსრული მესამედ-ცა განვემზადები მოსლვად თქუენდა, არა სხჳთა სახითა, ვითარმცა მაშინ არა-მიღებაჲ შევინანე აწინდელითა მიღებითა, არამედ არცა რას აწ მივიღებ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის