თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ თჳსსა ამას დიდებულებასა კუალად სხჳსა პირსა ზედა აზმნობს, რაჲთა კრძალულებაჲ თჳსი გჳჩუენოს. ხოლო ესე უეჭუელ ყო, ვითარმედ თავისა თჳისისათჳს იტყჳს მიფარულად-რე; რამეთუ სხუაჲ თუმცა ვინმე იყო აღტაცებული, რაჲსა იქადის სხჳსა აღტაცებასა, არამედ თჳსსა საქმესა რიდობით მიფარულად იტყჳს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არარაჲსა კადრებაჲ სიქადულით სიტყჳსაჲ, რამეთუ ყოველივე სიმაღლე ნიჭთაჲ ღმერთსა განეკუთნვის, და არარაჲ არს ძლიერებათაგანი თჳს და საკუთარ კაცისა, თჳნიერ სიმდაბლე და უძლურებაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 12:5
4. რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად.5. ესევითარისათჳს ვიქადი; ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა.6. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12