მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:6

5. ესევითარისათჳს ვიქადი; ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა.6. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან.7. და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
6. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა (12,6).:

თარგმანი: არა თუ ზემოჲთგანთა სიტყუათა წინა-აღუდგების აწ, ვითარმცა არა უგუნურება უწოდდა სიქადულსა, არამედ ამით ჯერითა ოდენ არა უგუნურება ჰყოფს, რამეთუ ჭეშმარიტებით იტყჳს და არა ტყუვილით.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წმინდანთა არცოდნა და მოძღვრის ზრუნვა:

...სწაულების გამო ისინი ღმერთებად იქნენ შერაცხილნი, მით უფრო , თუკი განუწყვეტლივ ყოველივეს მცოდნედ დარჩებოდნენ. ამას კვლავ თვითონაც ამბობს: „ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან" (). და კვლავ, მოისმინე პეტრე, როცა კოჭლი განკურნა: „ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?" (). ხოლო თუ, მაშინაც კი, როცა ისინი ამას ამბობდნენ და ასე იქცეოდნენ, მცირე და უმნიშვნელო ასეთი ბოროტი ეჭვები იბადებოდა, მით უფრო დიდ . მათი არცოდნაც სხვა მიზეზითაც იყო დაშვებული: რათა ვინმეს არ ჰქონოდა სათქმელი, თითქოს ისინი კაცნი არ ყოფილიყვნენ, როცა აღასრულეს ის, რაც აღასრულეს, და ამგვარად ყველა უდები არ გამხდარიყო; ამიტომ აჩვენებს, რომ თვით ისინიც უძლურებაშ...

სრულად ნახვა