თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად მხილებით ეზრახა მათ ყოველსავე ამას შინა და უფროჲსღა დასასრულსა ებისტოლისასა, აწ მიზეზსაცა ეტყჳს მხილებისასა, ვითარმედ: ამისთჳს განვაფიცხენ სიტყუანი, რაჲთა წიგნი ესე ოდენ კმა იყოს განმართებად ცთომილებათა თქუენთა, და არცა ერთიღა მიჴმდეს პირისპირ მოსრულსა თუალ-უხუაგად ჴუმევაჲ საშჯელისაჲ, რომელ არს მიჴდაჲ პატიჟისაჲ, რომლისა ქმნად ჴელ-მეწიფების ბრძანებითა უფლისაჲთა, ხოლო ნუ გიკჳრს, ვითარ აღსაშენებელ, და არა დასარღუეველ, უწოდს ტანჯვასა შეცოდებულთასა, რომლითა თჳთ მოქმედნი იგი ბრალისანი იტანჯვიან ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს და კუალად მხედველნი დაშჯისა მათისანი განეკრძალებიან არა-ცოდვად შიშითა პატიჟისა მიჴდისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 13:10
9. რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.10. და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად.11. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13