თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲსა გეტყჳ და დაგიმტკიცებ ჩემ მოძღურისათჳს, ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს, და მის მიერ ვიტყჳ და ვიქმ ყოველსავე, არამედ თჳთ თქუენ შორისცა, მოწაფეთა ჩემთა, გიჩუენო ესე, ვითარმედ ქრისტე თქუენ შორის არს, უკუეთუ ოდენ გაქუს სარწმუნოებაჲ და არა ყოვლად უმეცარ ხართ თავთა თქუენთა, გამოუცდელობითა გონებისაჲთა. სარწმუნოებად უკუე აქა მას უწოდს, რომლისათჳს მოციქულნი ეტყოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (), ცხად არს, ვითარმედ — სასწაულთა მოქმედებისაჲ, რომლისათჳს-იგი თავადი ეტყჳს, ვითარმედ: "გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ჰრქუათ მთასა" () და შემდგომი. ხოლო ამას სარწმუნოებასა შესძენს მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რომელთა არა-ქონებასა აწ გამოუცდელობა უწოდს მოციქული, რამეთუ გამოცდილება არს სარწმუნოებასა თანა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ. ვინაჲთგან, შეუდგეს რაჲ დასაბამსა შჯულთა მართლმორწმუნეობისასა, გამოცდილებაჲ კეთილთა საქმეთა მოქმედებისაჲ მიანიჭებს მუშაკსა თჳსსა სარწმუნოებასა მასცა სასწაულთა მოქმედებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 13:5
4. რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ.5. თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ.6. ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13