თარგმანი: იხილე ცნობაჲ ყოვლად ბრძნისაჲ მის. იკიცხებოდა, იყუედრებოდა და შეურაცხ იქმნებოდა, ვითარცა წიგნებითა მძიმე, ხოლო პირისპირ — მდაბალი. და ესე მათგან, რომელნი აიძულებდეს მას გარე-მიქცევითა სიმშჳდისაჲთა ჩუენებად მათ ზედა ძალსა მტანჯველობისასა. ხოლო იგი არა ხოლო სიმდაბლით თავს-იდებს, არამედ ილოცავს-ცა ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი უყოს მეძიებელთა ამის გამოცდილებისათა; და უმჯობეს უჩნს, რაჲთა მას დაესაჯოს მათგან გამოუცდელობაჲ, ოდენ ხოლო იგინი მოიქცენ სინანულად, და ესრეთ კეთილი ეყოს, განრომითა პატიჟთა შემთხუევისაჲთა. ხოლო კეთილად იტყჳს: "ვითარცა გამოუცდელნი", რამეთუ არა ჭეშმარიტებით მას უწოდიან გამოუცდელ, რომელი სულგრძელებდეს და არა მყის მიჰჴდიდეს პატიჟსა ცთომისასა, სასოებითა მოქცევისაჲთა, რომელი-ესე არს ჭეშმარიტად გამოცდილ; არამედ მას უწოდიან და არს-ცა გამოუცდელ, რომელი პირველ მხილებისა და სწავლისა სიფიცხით სტანჯვიდეს შეცოდებულთა. ამისთჳს სხჳსა სხუებრ სახელის-დებასა მათისაებრ სიტყჳსა უწოდს ვითარცა გამოუცდელ, მას, რომელი-იგი ჭეშმარიტად გამოცდილ არს.
2 კორინთელთა მიმართ 13:7
6. ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ.7. ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ.8. რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13