მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:7

6. რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.7. ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,8. რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით?
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
7. ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებით (3,7).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ქვათა შინა, იქმნა დიდებით. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ წიგნი იგი შჯულისაჲ, არა ლიტონად მსახური ოდენ, რომელ არს მბრძანებელი სიკუდილისაჲ, არამედ წერითცა ფიცართა ზედა ქვისათა აღმომკოდელი ქვითა განტჳნვასა შჯულისა ურჩთასა, ესოდენ დიდებულ იყო, რომელ ხილულსა მას პირსა შჯულისმდებელისასა ვერ მისახედველ ჰყოფდა, რაოდენ უფროჲს დიდებულ იყოს პირი მათი, რომელთა ქადაგებასა და მოძღურებასა შეუდგს შენდობაჲ შეცოდებათაჲ და მინიჭებაჲ სულისა წმიდისაჲ!

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უკუეთუ მსასურებაჲ იგი სიკუდილისაჲ (3,7).:

თარგმანი: მსახურებად სიკუდილისა — ძუელსა მას რჩულსა იტყჳს, რამეთუ მსახურებდა სიკუდილად. არა თუ შობდა სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილისა მშობელი ცოდვაჲ იყო, ხოლო იგი მსახურებდა სიკუდილად, რამეთუ მოჰკლვიდა ცოდვილთა, რაჲთამცა ესრეთ დააყენნა კაცნი ცოდვისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის