📋 სარჩევი
პავლესი: წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ (3,2).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ უკუეთუმცა სხუათა ვიეთმე ვასწავლიდით, თქუენმცა მიგავლინენით, ესრეთ სარწმუნოდ გუყავთ.
პავლესი: არა თუ წიგნითა, არამედ სულითა (3,6).
თარგმანი: წიგნად მოსეს რჩულსა იტყჳს, რომელი ცოდვილთა მოჰკლავნ, ხოლო სულად მადლსა მას ნათლისღებისასა იტყჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ მომკუდართა განაცოცხლებს.
პავლესი: უკუეთუ მსასურებაჲ იგი სიკუდილისაჲ (3,7).
თარგმანი: მსახურებად სიკუდილისა — ძუელსა მას რჩულსა იტყჳს, რამეთუ მსახურებდა სიკუდილად. არა თუ შობდა სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილისა მშობელი ცოდვაჲ იყო, ხოლო იგი მსახურებდა სიკუდილად, რამეთუ მოჰკლვიდა ცოდვილთა, რაჲთამცა ესრეთ დააყენნა კაცნი ცოდვისაგან.
პავლესი: არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა (3,10).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ძე ღმრთისა ბუნებით დიდებულ არს და არა ეჴმარების სხუაჲ რაჲმე დიდებაჲ.
მოციქულისაჲ: მაქუს ჩუენ ესევითარი სასოებაჲ (3,12).
თარგმანი: ვითარი სასოებაჲ? — ესევითარიო, ვითარმედ უაღრეს მოსესა საქმესა ღირს ვიქმნენით.
მოციქულისაჲ: რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი (3,14).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: რჩული მოსესი ამას მოასწავებს, ვითარმედ ქრისტემან განაქარვოსო ძალი ჩემი, და ჰურიანი ამას ვერ გულისჴმა-ჰყოფენ, მას შინა წერილსა, და ვინაჲთგან ესე არა იციან, არცა სამე რჩულისა იგი დიდებაჲ უხილავს, არცა იციან, რასა იტყჳს. ხოლო რომელი განეშოროს რჩულსა მას, გულისჴმა-უყოფიეს იგი ჭეშმარიტად და აღუსრულებიეს, და რომელი არა განეშოროს მას, არა აღუსრულებიეს მას იგი, არცა იცის, თუ რაჲ არს, არამედ აძს საბურველი გულსა ზედა მისსა და ვერ ხედავს ნათელსა რჩულისასა.
მოციქულისაჲ: დიდებითი-დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად (3,18).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ დიდებისაგან სულისა მოგუეცემის ჩუენ დიდებაჲ ესევითარი, ვითარი ჯერ-არს უფლისა მისგან სულისა წმიდისა მოცემაჲ.