თარგმანი: ესე არს დაფარული სირცხჳლისაჲ, რაჟამს კაცი ესევითარსა რასმე იქმოდის ფარულად, რომელი-იგი სირცხჳლსა მოატყუებდეს განცხადებულად, და სხუაჲ თქუას სიტყჳთ, ხოლო სხუაჲ ქმნას საქმით, რომელი-ესე წმიდათა წესისაგან სრულიად განგდებულ არს, რამეთუ არარას იქმან ეგევითარსა ფარულად, რომელიმცა სირცხჳლსა მოატყუებდა განცხადებულად, და არა ხოლო საქმითსა, არამედ გონებითსაცა იოტებენ ცოდვასა. და ესრეთ, ყოვლად სიწრფოებით ვლენ ოტებითა ყოვლისა სივერაგისა და გულარძნილებისაჲთა, რამეთუ ესე ცრუმოციქულთა და ცრუმომღუართა საქმე არს, რაჲთა დაფარულსა სიბოროტესა საქმეთა გინა გონებათა მათთასა გულარძნილებითა მით სიტყუათა და გონებათა მათთაჲთა ჰფარვიდენ, და სხუებრ მყოფნი სხუებრ ყოფასა აჩუენებდენ.
2 კორინთელთა მიმართ 4:2
1. ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,2. არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.3. ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,
2 კორინთელთა მიმართ თავი 4