მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24

სახარებაჲ მათესი 24 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).

ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“,1 და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი მოწაფეთა და უკჳრდა. ამისთჳს მოუჴდეს მას...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარეუკუნიქცევინ კუალად აღებად სამოსლისა თჳსისა“ (24,16-18).

პირველად თქუა ბოროტთა მათთჳს, რომელნი მოწევნად იყვნეს ქალაქსა მას ზედა, მერმე წარმოთქუნა განსაცდელნი იგი, რომელ შემთხუევად იყვნეს მოციქულთადა, და ვითარ უძლეველ-ყოფად იყვნეს და ყოვლისავე სოფლისა ეგულებოდა მოვლაჲ ქადაგებითა მით საღმრთოჲთა; ხოლო აწ კუალად ბოროტთა...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).

ზემო თქუა, ვითარმედ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა იქმნას მოსლვაჲ მისი, ხოლო მათ სწადოდა, რაჲთა იგი მებრ დღჱ მოსლვისა მისისაჲ ეუწყოს. ამისთჳს იგავი ესე ლეღჳსაჲ მიუთხრა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსლვაჲ მისი. ამისთჳს ჰრქუა,...

სარჩევი