მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:5

4. რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ.5. რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს.6. რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
5. რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს.
თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა (4,5).:

თარგმანი: ესე არს ზემო თქუმული ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა განაქიქებს ცრუმოძღუართა მათ და ცრუმოციქულთა, რომელნი-იგი თჳსითა სახელითა სახელ-სდებდეს მოწაფეთა მათ. და კუალად, ამასვე სიტყუასა საშიშ ჰყოფს, ვითარ-იგი მოძღუართათჳს, რაჲთა არავის უწოდდენ თჳსად, არამედ ქრისტე იესუჲსდად, რომელსა იგინი ქადაგებენ; ეგრეთვე მოწაფეთათჳს, რაჲთა არავის შეურაცხ-ჰყოფდენ ჭეშმარიტთა მოძღუართაგანსა, რამეთუ ვითარ-იგი პატივი, ეგრეთვე შეურაცხებაჲცა მათი ქრისტესდად მიიწევის, რომლისაცა იგინი ქადაგ არიან.

ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ონ, მით უმეტეს გვმართებს ჩვენ, რომ შეგონებისას ამგვარი განწყობით მოვექცეთ მოსწავლეებს. რადგან ნეტარი პავლე იმასაც არ ერიდება, რომ მათი მონა იყოს, როცა ამბობს: „რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს... ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს“ (); და კვლავ: „გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო... ყოველივე თქუენი არს“ (). და ამ მონობას იგი მოშურნეობით ემსახურება; რადგან ეს მონობა კი არ არის, არამედ თავისუფლებაზე უკეთესია. რადგან, ამბობს, ის არის მონა, ვინც ცოდვას სჩადის: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“ (). „უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაჲ იცის“ ().

ამრიგად, უგუნურებაში ამაღლება ცოდნისგან კი არ ხდება, არამედ არცოდ...

სრულად ნახვა