მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:10

9. ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა.10. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.11. უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
10. რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან. რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი (5,10).:

თარგმანი: ამიერითგან საზარელ ჰყოფს სიტყუასა მოჴსენებითა საზარელთა მათ საყდართაჲთა, სადა-იგი არა ხოლო შემაწუხებელთა, არამედ კეთილისა სასოებისაცა სიტყუათა ურთიერთას განჰზავებს, რამეთუ ვინაჲთგან არა ყოველთა კეთილისა ოდენ, არამედ ვიეთმე ბოროტისაცა ორღანო და მსახურ ექმნნეს ჴორცნი სულსა. ამისთჳსცა მის თანავე იზიარებს მათ სული მისაგებელსა საქმეთაებრსა, რაჲცა რაჲ ზოგად ექმნეს სოფელსა ამას შინა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ პირსა დაუყოფს მწვალებელთა, რომელნი გმობენ არა ამათვე ჴორცთა აღდგომასა, რომელი-ესე ნუ იყოფინ, ვითარმცა სხუათა ჴორცთა ეცოდა და სხუანი იტანჯებოდეს; არცა სხჳსა კეთილისმოქმედებათათჳს იდიდებინ სხუაჲ; არამედ მოციქული ამას მოგუცემს მტკიცედ პყრობად, ვითარმედ: ამათვე ჴორცთაგან მოვიღოთ, ესე იგი არს არა სხუათა ჴორცთა, არამედ ამათვე თანა მოიღოს სულმან მისაგებელი ზოგად ქმნილისაჲ ერთად, კეთილისა გინა ბოროტისაჲ.

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2):

...შიში არ უნდა გვქონდეს, მხოლოდ თავად უნდა ვივარჯიშოთ სათნოების ღვაწლში; მაშინ ამისგან არანაირი ზიანი არ მოგვადგება. თითოეული ან გვირგვინდება, ან ისჯება იმის მიხედვით, თავად რა ქმნა, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (), და კვლავ: „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (). ეს ყველაფერი რომ ვიცით, ყოველგვარი უზრუნველობა მივატოვოთ და მთელი ჩვენი ძალა სათნოებას მივუძღვნათ, სანამ ჯერ კიდევ ასპარეზზე ვიმყოფებით, სანამ სანახაობა არ დასრულებულა; ვიზრუნოთ ჩვენი ცხონებისთვის, რომ ამ ხანმოკლე დროში სათნოების ღვაწლი აღვასრულოთ და დაუსრულებელ საუკუნეში ჯილდო მივიღოთ. აი, მართალი ლოტიც, თუმცა ასეთი უამრავი მანკიერი ადამიანის შორის ცხოვრობდა და არც ერთი მიმბაძველი არ ჰყავდა თავისი სათნოებისა, პირიქით, ხედავდა, რომ ყველანი დასცინოდნენ და ეკიცხებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ არ დასუსტდა სათნოებაში, არამედ ისე გაბრწყინდა, რომ ანგელოზების მიღებაც კი იმსახურა, და, როცა ყველანი სრულიად დაიღუპნენ, მხოლოდ ის ერთი ასულებთან ერთად გადაურჩა ქალაქს დატეხილ სასჯელს. მაგრამ სიტყვის წესრიგს დავუბრუნდეთ....

სრულად ნახვა