თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე სხჳსა ვისთჳსმე არს, რაჲთა აქაჲსა ამის განხრწნადობისათჳს მწუხარე იყოს, ხოლო ჩუენ, რომელთა უცვალებელად გუაქუს სასოებაჲ აღდგომისაჲ, ესე სამძიმარ გჳჩნს და ღირს კუნესისა, რამეთუ დაგუეყოვნა განხრწნადთა ამათ ჴორცთა შინა; ვინაჲცა, პირველ სიკუდილისა მიერისა განხრწნისა, უწყალოდ განვჰლევთ მათ, განცემითა ჭირთა შინა და მოღუაწებათა, რამეთუ არა მალიადობისათჳს, არამედ დაყოვნებისათჳს სიკუდილისა მწუხარე ვართ და ამას შინა ვკუნესით, ესე იგი არს, ჴორცთა შინა. ხოლო საყოფლად ჴორცთა უწოდს, რომელთა ზეცით გამო შემოსაჲ უხრწნელებისათჳს თქუა. და ნუვინ ჰგონებნ თუ ესევე ჴორცნი, რომელ აქა განიხრწნებიან, არა იგივე აღდგებიან მიერ; ესე ნუ იყოფინ, არამედ იგინივე აღდგებიან მიერ, ხოლო ვინაჲთგან უხრწნელნი აღდგებიან და არღარა კუალად განხრწნადნი, ამისთჳს მიწით აღდგომილთა "ზეცით გამოდ" უწესს, რამეთუ ყოველსა უხრწნელსა ზეცისათა თანა აქუს თჳსებაჲ და არა ქუეყანისათა.
2 კორინთელთა მიმართ 5:2
1. რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა.2. და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის;3. რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5