მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:1

1. ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.2. რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
1. ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ (6,1).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: თანა-მოქმედ ვართ და გლოცავთ; ესე იგი არს, ვითარმედ ესე ყოველი, რომელი პირველ წარმოვთქუ, ყო ღმერთმან თქუენთჳს ძისა მიერ თჳსისა, და ჩუენ მის თანა მოქმედ ვართ, რომლისა-იგი სასწრაფო არს ცხორებაჲ თქუენი, და თქუენ გლოცავთ, ვითარცა მოციქულნი და ქადაგნი მისნი, რაჲთა არა ცუდ ჰყოთ სიმდიდრე მადლთა მისთაჲ, რამეთუ სარწმუნოებისა მიერ ცხოვნებულთა და დაგებულთა ღმრთისათაჲ კუალად პირველთავე შინა ყოფაჲ საქმეთა, განმარისხებელთა მისთა, არღარად სხუად სახელ-იდების, თჳნიერ ცუდ ყოფად მადლისა მის, რომლისა მიღებაჲ არად სარგებელ ეყოს, რამეთუ მან ცოდვანი მოგჳტევნა, ხოლო უკუეთუ ჩუენ მათვე ვიქმოდით, რად სარგებელ გუეყო მოტევებაჲ იგი!

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს:

...ა უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.

და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრულებად, და მივემ-თხჳნეთ აქაცა და მას საუკუნესა დიდებასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა