1.რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა.2.და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის;3.რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ.4.და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან.5.ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ.6.მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა ამით და განვიდეთ უფლისა მიერ.7.რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ.8.ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა.9.ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა.10.რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი.11.უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად.12.და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს, რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო იქადიან და არა გულითაცა.13.რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, - ღმრთისა, გინა თუ განვბრძნდით, - თქუენდა.14.რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს.15.და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა.16.ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით,17.არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ.18.და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ.19.რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ.20.ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა.21.რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“. ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:
...ეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.
ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.
ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“. ხოლო ამის დიდებულისა და საწადელისა სავანისა ბჭე იწროჲ არს.
არს კუალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეტი, მატლი დაუძინებელი და ტარტაროზი ქუესკნელისაჲ და განშორებაჲ პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაჲ ვრცელ არს და ფართო.
აწ უკუე რაჲ სიძნელე არს შესლვაჲ ბჭისა მისგან იწროჲსა და პოვნაჲ ზემოთქუმულისა მის დიდებულისა სავანისაჲ და დამკჳდრებაჲ მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაჲ სიადვილე არს შესლვაჲ ბ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:
...ვდა განგრძობისა მისისათჳს. ისმინეთ კუალად პავლესიცა, რამეთუ იტყჳს: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ, და რომელნი-ესეღა ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და გჳმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან“.
ჰხედავა, ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ჴსენები-თა მიუთხრობელისა მის კეთილისაჲთა, რომლისაგან გამოვვარდით? ამის-თჳსცა ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა ქრისტესმიერსა მიემთხჳნეს. ხოლო ჩუენ, უგულისხმოთა ამათ და ზრქელთა გონებითა, რომელნი-ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და არა უწყით ჯეროვნად არცა ნეტარებაჲ იგი, რომელსა დავაკლდით, არცა უბადრუკებაჲ ესე, რომელსა შთავცჳვენით, გუაქუს კუალად მიზეზი გლოჲსაჲ - სიმრავლე ესე ცოდვათა ჩუენთაჲ და აურაცხელთა ამათ ვნებათაჲ, რომელნი გუმძლავრობენ და, ვითარცა მონათა და ტყუეთა, ესრეთ მორჩილებად თჳსა მიგჳზიდვენ.
ვიგლოვდეთ უკუე და ვტიროდით, რაჲთა მოგუხედნეს მეუფემან წყალობით და მოგუანიჭოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ და გამოჴსნაჲ მწარისა მისგან მონებისა ვნებათაჲსა და ღირს-გუყვნეს ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა საუკუნესა, რამეთუ „ჰნებავს მას ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას...
2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2):
...შიში არ უნდა გვქონდეს, მხოლოდ თავად უნდა ვივარჯიშოთ სათნოების ღვაწლში; მაშინ ამისგან არანაირი ზიანი არ მოგვადგება. თითოეული ან გვირგვინდება, ან ისჯება იმის მიხედვით, თავად რა ქმნა, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: „რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (), და კვლავ: „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (). ეს ყველაფერი რომ ვიცით, ყოველგვარი უზრუნველობა მივატოვოთ და მთელი ჩვენი ძალა სათნოებას მივუძღვნათ, სანამ ჯერ კიდევ ასპარეზზე ვიმყოფებით, სანამ სანახაობა არ დასრულებულა; ვიზრუნოთ ჩვენი ცხონებისთვის, რომ ამ ხანმოკლე დროში სათნოების ღვაწლი აღვასრულოთ და დაუსრულებელ საუკუნეში ჯილდო მივიღოთ. აი, მართალი ლოტიც, თუმცა ასეთი უამრავი მანკიერი ადამიანის შორის ცხოვრობდა და არც ერთი მიმბაძველი არ ჰყავდა თავისი სათნოებისა, პირიქით, ხედავდა, რომ ყველანი დასცინოდნენ და ეკიცხებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ არ დასუსტდა სათნოებაში, არამედ ისე გაბრწყინდა, რომ ანგელოზების მიღებაც კი იმსახურა, და, როცა ყველანი სრულიად დაიღუპნენ, მხოლოდ ის ერთი ასულებთან ერთად გადაურჩა ქალაქს დატეხილ სასჯელს. მაგრამ სიტყვის წესრიგს დავუბრუნდეთ....