თარგმანი: სიტყუათა მიერ ესაიაჲსთა თქუმულ არს ესე უფლისა მიერ, რომელი-ესე ჟამიერად საწამებელად შემოიღო მოციქულმან, რაჲთა დაუმტკიცოს ყოველთა კაცთა, ვითარმედ საწუთროჲ ესე ჟამი არს შეწყნარებისა და დაგებისა ღმრთისაჲ, და აწვე ჯერ-არს მოქცევაჲ და სინანული, ოდეს-ესე მოუცემიეს დროჲ შენანებისაჲ და აღუთქუამს შეწყნარებაჲ მონანულისაჲ და ღირს-ყოფაჲ ცხორებასა; რამეთუ ესე არს დღე, ვიდრეღა ვიყვნეთ ჴორცთა ამათ შინა, რომელსა შინა დაღაცათუ ბევრეულნი ცოდვანი აქუნდენ, უკუეთუ ოდენ მოიქცეს, შეიწყნარებს მონანულსა და ისმენს ვედრებით თხოვასა ცოდვათა შენდობისასა; და პირველ თხოვისა აღუთქუამს მიცემასა სათხოელისასა. ამისთჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ვისმინე და შეგეწიე" (). ხოლო მერმესა მას სამშჯავროსა არღარა იქმნების მიტევებაჲ აქავე შეუნანებელთა ცოდვათაჲ, არამედ საქმეთაებრ მიეგების თითოეულსა.
2 კორინთელთა მიმართ 6:2
1. ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.2. რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.3. ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,
2 კორინთელთა მიმართ თავი 6