თარგმანი: ესე არს მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ და მომატყუებელი ნიჭსა სულისა წმიდისასა, რაჲთა შეუორგულებელი სიყუარული მოიგოს კაცმან ღმრთისა მიმართ და მოყუსისა. ხოლო სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ არს ყოვლად განყოფილი ცრუმოციქულთა მათგან და ცრუმოძღუართა, რაჲთა არარას ზაკუვასა შეჰრევდეს სიტყუასა ღმრთისასა, რაჲთამცა სხუასა იტყოდა პირითა და სხუაჲ აქუნდა გულსა, ანუ საქმენი მისნი არა ეწამებოდინ სიტყუათა მისთა, ანუ ცვალებასა თანა ჟამთასა სცვალებდეს სიტყუათაცა მოძღურებისათა. ამის ყოვლისა ბიწისაგან თავისუფალ ყოფაჲ ვერვინაჲთ სხჳთ წარმართებად ქადაგა მოციქულმან თჳნიერ ძალითა ღმრთისაჲთა, განმაძლიერებელითა უძლურებისა ჩუენისაითა, რამეთუ მარადის ყოვლისა კეთილისა სრულებასა მას მიაჩემებს.
2 კორინთელთა მიმართ 6:7
6. და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,7. სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,8. დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;
2 კორინთელთა მიმართ თავი 6