თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ნაცვალად "შემინდვეთისა", ვითარმედ: დამიტიენით ჩუენ; რამეთუ, ვინაჲთგან ზემო მხილებით ეზრახა, ვითარცა ნაკლულევანთა სიყუარულისაგან, ესე იგი იყო მიდრეკაჲ ამისგან, რომელი-ესე ქადაგი არს ჭეშმარიტებისაჲ და თანა-აღრევაჲ წარმართთა ურწმუნოთაჲ, რამეთუ ამის ყოვლისათჳს უწოდდა მათ შეიწრებულად ნაწლევითა. ამისთჳს მაშინ ეტყოდა, ვითარმედ "განვრცენით". ხოლო აწ კუალად სიყუარულისა სიტყჳთა აღსძრავს, ვითარმედ: "დამიტიენით ჩუენ", რამეთუ არავისსა შემაიწრებულ ვართ, ვითარმცა გუევნო ვისდამე ანუ განგუეხრწნა ქველისსაქმე უსასყიდლოდ ქადაგებისაჲ, მის წილ მოხუეჭითა საჴმართაჲთა. რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ცრუმოციქულთა მათცა და ცრუმოძღუართა მათთა ამხილებს, რომელნი საფარდულ საჴმართა მოგებისა ჰყოფდეს სიტყუასა მოძღურებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 7:2
1. ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა.2. შემინდვეთ ჩუენ: არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ.3. არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7