თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა განსაკითხავად თქუენდა ვიტყჳ, რაჲთამცა დაგასაჯე რაჲმე; რამეთუ წინაჲწარ მითქუამს, ვითარმედ: გულსა შინა ჩემსა მაქუთ თქუენ, არა ლიტონითა სიყუარულითა, არამედ თანა-მოსიკუდიდ, რომელ არს ჭირთა შინა სიკუდილადმდე თანა-ლმობაჲ, რომელი-ესე უდარესი არს, და თანა-ცხორებად, რომელ არს სიხარული წარმატებათა ზედა, რომელი-ესე უმაღლეს არს, და მცირედთაჲ არს, რაჲთამცა თანა-უხაროდა კეთილსა ზედა მოყუასთასა და არა ეშურებოდა მათ.
2 კორინთელთა მიმართ 7:3
2. შემინდვეთ ჩუენ: არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ.3. არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად.4. მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7