მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:11

10. და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაწარ იწყეთ შრანდითგან.11. ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.12. რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
11. ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაჲსწარ იწყეთ შრანდითგან, ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ (8,10-11).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო აწ ქმნაჲ არს დასაბამ ქველისსაქმისა თქუენისა, რაჲთამცა ჩუენგან იძულებულად შეირაცხა, არამედ შრანდითგან თჳთაღრჩევით გიწყიეს ნებებად საქმისა ამის. მხოლოდ ნებაჲ იგი საქმით სრულ-ყავთ აწ, რაჲთა მსგავსად მაკედონელთაჲსა თქუენცა თჳთდამწყებელ იქმნეთ ნებისა კეთილისა ნებებითა მით შრანდლითა. ხოლო აწ აღმასრულებელ ზრახებითა ჩუენითა, რამეთუ წინაჲსწარ დაიწყებაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ: პირველ ჩუენისა წუევისა თჳთ გულსგედვა ქმნაჲ ამისი, რასა-ესე აწ ჩუენ გაწუევთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის