თარგმანი: ესე არს ძალი სიტყუათაჲ ამათ, ვითარმედ: არარას ძალისა უმეტესსა ეძიებს ღმერთი, არამედ ნებებასა კეთილისასა მდიდრად, რომელი-ესე ყოველსა ძალ-უც, ხოლო აღსრულებასა საქმისასა — ძალისაებრ; რამეთუ მცირე მისაცემელი, ძალისაებრი, უკუეთუ უხუებითა გონებისაჲთა იყოს, დიდთა საფასეთა მდიდართასა მძლე ექმნების, მსგავსად ორთა მათ მწულილთა ქურივისათა.
2 კორინთელთა მიმართ 8:12
11. ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.12. რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.13. რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8