თარგმანი: ვიეთნიმე ლუკაჲსთჳს თქუმულად იტყჳან სიტყუასა ამას, ვითარმცა მას შეეტყუებოდა ქებაჲ სახარებისაჲ, ვითარცა აღმწერელსა სახარებისასა, ხოლო ვიეთნიმე — ბარნაბაჲსთჳს, რამეთუ უწერელიცა ქადაგებაჲ სახარებად სახელ-იდების; და შემდგომი ესე უფროჲს შეეტყუების, რამეთუ შემდგომნი სიტყუანი ბარნაბას უფროჲს შეეტყუებიან, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგი არს სახარებისაჲ, არამედ ქებულიცა ქადაგებასა შინა მისსა. ხოლო ქებაჲ იგი არა ერთისა ვისგანმე, არამედ ყოველთა მიერ ეკლესიათა უსარწმუნოეს არს.
17. რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ.18. და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,19. და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8