თარგმანი: კუალად ზემო თქუმულთავე სიტყუათა კუალსა შეუდგს და სამთა სარგებელთა დასდებს ქველისსაქმისათა: პირველად, რამეთუ მიმღებელთა მათ ნაკლულევანებაჲ აღივსების, რომელთა წმიდად უწოდს, ვითარცა ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა. მეორედ, რამეთუ მხედველნი ამის საქმისანი არა ხოლო დიდებად ღმრთისა, არამედ ბაძვადცა და მსგავსებად კეთილისა მის აღიძრვიან. ხოლო მესამედ, რამეთუ უმეტესსა გამოცდილებასა მისცემს მსახურებაჲ ესე წმიდათაჲ მსახურთა მათთა, რაჲთა გამოცდილებით მიღებითა სარგებელისაჲთა უადვილესად და უგულსმოდგინესად იქმოდინ კეთილსა მას მოწყალებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 9:13
12. რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა.13. გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა.14. და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9