თარგმანი: უსაკუთრეს არს: და მათი იგი ვედრებაჲ თქუენთჳს, მოსურნეთაჲ თქუენდა აღმატებულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა თქუენ ზედა. ესე იგი არს, ვითარმედ: ამას მოქენე არიან და ითხოენ ღმრთისაგან, რაჲთა აღუვსოს სურვილი მათი ხილვითა თქუენითა. ხოლო სურის მათ თქუენთჳს, არა მიცემისათჳს საჴმართაჲსა, არამედ რაჲთა მხილველ იქმნნენ გარდამატებულებასა მას მადლისა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა.
2 კორინთელთა მიმართ 9:14
13. გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა.14. და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.15. ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9