თარგმანი: მინდობილისაჲ არს, რაჟამს თჳთ გულპყრობილ იყოს ვისთჳსმე რასამე ზედა, ხოლო ესე ფრიად უმეტესი რწმუნებაჲ არს, რაჟამს სხუათა მიმართცა იქადოს ვინმე სხუათათჳს.
2 კორინთელთა მიმართ 9:2
1. რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.2. რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.3. ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9